თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ ახალ სახელძღვანელოს „მშვიდობის და კონფლიქტების სწავლება: საბაზისო სახელმძღვანელო“.
„გამომდინარე იქიდან, რომ კონფლიქტების ანალიზისა და მშვიდობის კვლევების აკადემიური დისციპლინა თანდათანობით ვითარდება საქართველოში, ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს და მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვფიქრობთ, აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული მასალა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მომუშავე ლექტორებსა და მკვლევრებს თავიანთ სასწავლო პროგრამებში გამოსაყენებლად გამოადგებათ. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ იგი სარგებლობას გაუწევს იმ ახალგაზრდა პროფესიონალებსაც, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტსა და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობენ მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების კუთხით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)