თბილისი. მწვანე ალტერნატივა აქვეყნებს ირაკლი მაჭარაშვილის სტატიას: COVID-19-ის გაკვეთილები: რა კავშირია გარემოს დაცვასა და ეპიდემიების გავრცელებას შორის.
„როგორ უწყობს ხელს ადამიანისა და ველური ბუნების კონფლიქტი სასიკვდილო ეპიდემიების წარმოშობასა და გავრცელებას – ამისათვის უნდა წარმოვიდგინოთ ცხოველთა ბაზრობები. ასეთ ბაზრობებზე თავმოყრილია ბევრი ცხოველი, რომლებიც ბუნებაში შეიძლება ერთად არ ბინადრობდნენ. სტრესის ქვეშ მყოფი და დაავადებული ცხოველები გალიებში არიან გამოკეტილი და სხეულის სითხეებს გამოყოფენ. მათ იქვე კლავენ და ხორცს ანაკუწებენ. ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ახალი კორონავირუსის პირველ შემთხვევებს სწორედ ვუჰანის ცხოველთა ბაზარი უკავშირდება, სადაც ცოცხალი ცივეტები და სხვა ცხოველები საკვებად გამოყენების მიზნით იყიდებოდა.
თუ არ გამოვიტანთ სათანადო გაკვეთილს, ადამიანის საქმიანობის შედეგად გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს ყოველდღიური შემცირება კიდევ უფრო გააძლიერებს ახალი ეპიდემიების საფრთხეს: ადამიანი იკავებს გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს და ამით ვირუსებს, სოკოებსა და ბაქტერიებს, რომელთა მასპინძლები ცხოველები იყვნენ, საკუთარ სხეულს სთავაზობს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: greenalt.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)