თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ რასიზმის თემაზე ბოლო პერიოდში თარგმნილი კრიტიკული ტექსტების მიმოხილვას.
„ბოლო კვირებში, ამერიკაში სისტემური რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი პროტესტისა და წინააღმდეგობის ტალღის ფონზე რასიზმის თემაზე მსჯელობამ განსაკუთრებული სიმწვავე და ახალი კონტექსტები შეიძინა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თარგმანები, რომლებიც მათ შორის, ისტორიულ ტექსტებსა და შავკანიანი ავტორების უნიკალურ საჯარო გამოსვლებს აერთიანებს, ამ საჯარო დისკუსიებში საკუთარ წვლილს შეიტანს და ფართე საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესის საგანი გახდება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)