იმერეთი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ჯგუფმა საჩხერეში რეგიონის სკოლების მასწავლებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
მასწავლებლები გაეცნენ საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმას (FEP), რომელსაც შემდგომ გააცნობენ მოსწავლეებს და იმუშავებენ საევაკუაციო და საგანგებო გეგმების შედგენაზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში