თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებენ პარლამეტს, დააჩქაროს შრომის რეფორმა.
„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტსა და ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოში სიცოცხლისათვის საშიში შრომითი პირობების გამო მომხდარ მორიგ ინციდენტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დააჩქაროს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტების განხილვა, რომელიც მოიცავს მშრომელთა უფლებების მნიშვნელოვან გარანტიებსა და შრომის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)