en
ge

თემირლან მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების კრიტიკული შეფასება

თემირლან მაჩალიკაშვილის წინაააღმდეგ მიმდინარე გამოძიების კრიტიკული შეფასება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში სუს), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის პროცესს.

„ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებს სუს-ის მიერ დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კანონის მოთხოვნებისა და უფლების სტანდარტების დარღვევის საკითხი სათანადოდ შეეფასებინა, მათ სრულიად უსაფუძვლოდ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეთან დაკავშირებული გამოძიება დახურეს და არ უპასუხეს ამ საქმეში დაგროვებულ ლეგიტიმურ კითხვებს, ეჭვებსა და კრიტიკას. ამ ფონზე სუს-ი მუდმივად ცდილობდა თ. მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას, მის ტერორიზმთან კავშირში განხილვას და ამ გზით მისი სიცოცხლის ფასის დაკნინებას თუმცა, 2 წლის შემდეგ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ეს ინფორმაცია საეჭვო, არასათანადოდ შესწავლილი და არაზუსტია და მთლიანობაში სათანადო დასაბუთებით სტანდარტით თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023