თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: საგანგებო ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი.
„2020 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის ფონზე საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ბიუროკრატიული ხარჯების გარკვეულ შემცირებას. თუმცა, IDFI მიიჩნევს, რომ დაგეგმილი შემცირება არ არის შესაბამისობაში ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან. კერძოდ, ადმინისტრაციული ხარჯების მუხლით დაგეგმილი ზოგიერთო ცვლილება (სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები) განპირობებულია პანდემიის შედეგად ბუნებრივ შემცირებასთან და ნაკლებად კავშირშია ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)