თბილისი. 15
აპრილს, ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს რიგით მეორე კვლევაა, რომელიც რიგ მიმდინარე და პოლიტიკურ
მოვლენებზე საზოგადოების განწყობას ასახავს. კვლევაში ასახულია საზოგადოების განწყობა
ეროვნულ და ადგილობრივ საკითხებზე, დემოკრატიისა და რეფორმების, მიმდინარე მოვლენების,
საგარეო ურთიერთობების, მედიის შესახებ.გამოკითხვა ასევე მოიცავს პარტიებისა და ცალკეული
პოლიტიკური ფიგურების რეიტინგებს, რომლის გამოქვეყნებასაც NDIერთ კვირაში, 22 აპრილს გეგმავს.კვლევა ჩატარდა 13–27 მარტს საქართველოს
მასშტაბით 2 103 პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ეროვნულ–დემოკრატიული
ინსტიტუტის კვლევას შვედეთის განვითარების აააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი
რესურსების ცენტრი ატარებს.
წყარო:civil.ge
NDI–ის კვლევის პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი
წყარო: სამოქალაქო ინტერნეტმაუწყებლობა „ნაკადი"