თბილისი. ICOM საქართველო მანუს ბრინკმანის ფონდსა და თიბისი ბანკთან პარტნიორობით იწყებს კვლევას ორი მიმართულებით:
„პროექტის საწყის ეტაპზე, შემუშავდა სპეციალური კითხვარები, რომელთა მეშვეობით მოხდება თეორიულ-ვიზუალური ინფორმაციის შეგროვება საქართველოს მუზეუმებში ამ ორი მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტებთან ერთად გაანალიზდება საქართველოს მუზეუმებში ამ მხრივ არსებული სიტუაცია პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივების გამოკვეთის მიზნით.
პროექტის ფარგლებში, ჩატარებული კვლევების საფუძველზე ორივე მიმართულებით გამოიცემა 2 ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია. პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საქართველოს მუზეუმების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)