თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კოვიდ 19-ის დროს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს მიმოიხილავს.
„კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2020 წლის 22 აპრილისთვის დანიშნული, რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ ხმის მიცემის თარიღი გაურკვეველი ვადით გადადო. თუმცა ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანომ (დუმამ) მოასწრო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტების, იურისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, კიდევ უფრო შეზღუდავს ქვეყანაში ისედაც შეზღუდულ ადამიანის უფლებებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)