თბილისი. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC Georgia) აქვეყნებს ბლოგპოსტს: რატომაა მნიშვნელოვანი სწავლისა და ქცევის სირთულეების მქონე ბავშვის მოტივაციის შენარჩუნება.
„ბავშვები, რომელთაც სწავლასთან და ქცევის რეგულაციასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, გამუდმებით იღებენ ნეგატიურ უკუკავშირს გარშემომყოფებისგან. მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვი, რომელსაც მუდმივად ავიწყდება საშინაო დავალების მოტანა, ან ბავშვი, რომელსაც აქვს მათემატიკური დავალებების შესრულების სირთულე და ვერ ასწრებს მათ დროულად ამოხსნას ან პასუხების ნახევარს შეცდომით წერს. ასეთ შემთხვევებში, მიუხედავად ჩადებული ძალისხევისა, წარმატება, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა უნარის გაწაფვასთანაა დაკავშირებული, შედარებით ნელა მიიღწევა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის მოტივაციის ხარისხზეც. „რატომ ვეცადო, თუ მაინც ცუდ შედეგს ვიღებ ტესტში?“ შეიძლება მსგავსი შეკითხვა დაებადოს ბავშვს, რომელიც იმედგაცრუებულია საკუთარი მიღწევებით და შეიქმნას ნეგატიური მოლოდინები სამომავლო საქმიანობებთან დაკავშირებითაც...“
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)