en
ge

ხელმომწერი ორგანიზაციები სუს-ის მიერ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს ეხმაურებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები სუს-ის მიერ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს ეხმაურებიან

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადამიანის უფლებების სწავლებისა დამონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს ეხმაურებიან.

„სუს-ის ზოგადი განმარტებით, გამოძიება შეეხება რასობრივ დისკრიმინაციას, რადგან გარკვეული პირები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება ბუნდოვანი ამოცანით, ხოლო შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარება, შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მინიშნება და გაფრთხილება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.

აღნიშნული პრაქტიკა სახიფათოა იმის გამოც, რომ, დიდი ალბათობით, სუს-ი მოითხოვს გაფორმდეს გაუთქმელობის ხელწერილი, რაც შეუძლებელს გახდის არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ამ კონტექსტში გამოძიებაზე დაბარების ფაქტის მართებულობაზე ეფექტიან მსჯელობას, არამედ, თამთა მიქელაძე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივისტი, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, საზოგადოებას თავისუფლად, შეუზღუდავი სახით მიაწოდოს ხელისუფლების ალტერნატიული ინფორმაცია“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)