სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს მიღებას ონლაინ კურსზე – „ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის“.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური სხვადასხვა პლატფორმების ეპოქაში თითოეული მოქალაქე არამხოლოდ ინფორმაციის მიმღები, ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის წყარო ან ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი ხდება.
იმისთვის, რომ დადებით და საჭირო ცვლილებებს შევუწყოთ ხელი აუცილებელია ვიცოდეთ: როგორ გაავრცელოთ ინფორმაცია სწრაფად; როგორ მოვახერხოთ საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირება; ამისთვის როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, პლატფორმები; როგორ არ გავხდეთ მანიპულაციის მსხვერპლი; როდის და როგორ გადავამოწმოთ ინფორმაცია; როგორ არ გავხდეთ დეზინფორმაციის გამავრცელებლები.
წყარო: civilin.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)