თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მადლობას უხდის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიებს, აქტივისტებს, მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის გამოკითხვას უკავშირდებოდა.
„გამოკითხვის პროცესმა ნორმალურ გარემოში, დელიკატურად და კანონისა და პატივისცემის ფარგლებში ჩაიარა. თუმცა, მიმდინარე გამოძიების პროცესის მიმართ EMC ინარჩუნებს იმ ზოგად კრიტიკას, რომელიც გუშინ გავრცელებულ განცხადებაში წარმოვადგინეთ.
ჩვენთვის მიუღებელია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქტივისტების მოსაზრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმება და ვშიშობთ, რომ ამგვარმა ნაბიჯებმა საქართველოს აზერბაიჯანელ თემში უნიკალური დემოკრატიული პროცესების შეფერხების რისკები შეიძლება შექმნას“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)