თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში.
„2020 წლის მაისის მდგომარეობით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ უწყებების უმრავლესობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მაღალი სტანდარტით და თანმიმდევრულ გამოქვეყნებას.
...საქართველოს ხელისფლების მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე რჩება IDFI-ს ისეთი ინციატივები როგორიცაა: ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება და რეფორმის მეორე ტალღის განხორციელება, ინფორმაციის ღია მონაცემების ფორმატში გამოქვეყნების და ღია მონაცემთა პორტალზე - data.gov.ge განთავსების ვალდებულების აღება, კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის პანდემიის გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)