თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ ახალ კვლევას - “ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო მექანიზმები - რეალობა საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება”.
„საკონსულტაციო მექანიზმები ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მსგავსი მექანიზმები განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს უმცირესობების საპარლამენტო დონეზე, ან სხვა არჩევით სისტემებში მონაწილეობის მექანიზმები, ხოლო უმცირესობების ეფექტიანი მონაწილეობის და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ხარვეზებია. საქართველოში არსებული საკონსულტაციო მექანიზმები სუსტი, არაკოორდინირებული და ფრაგმენტულია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების რეალურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)