თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს დოკუმენტს: ერთი წელი 20-21 ივნისის მოვლენებიდან.
„2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, წინამდებარე დოკუმენტი აფასებს მასობრივი საპოლიციო ძალის გამოყენებით გამოწვეულ უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას, მოქალაქეთა მიმართ და პოლიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დღემდე არსებულ შედეგებს. დოკუმენტი ეყრდნობა შესაბამისი უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას, საჯარო წყაროებში არსებულ მასალას, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს 20-21 ივნისის მოვლენებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)