თბილისი. 14 აპრილს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებსა და ცენტრის გენერალურ დირექტორს შორის. შეხვედრა ორგანიზებული იყო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ.
მომხსენებლებს წარმოდგენილი ჰქონდათ პოსტერული მოხსენებები მათ მიერ უახლოესი აღმოჩენებისა და კვლევების შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ინტერაქტივი.
ახალგაზრდა მეცნიერებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ქართული მეცნიერების განვითარების საკითხებზე. ასევე, განხილული იყო ის პრობლემები, რომლების ჩვენს რეალობაში არსებობს.
შეხვედრა შეაჯამა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მოეწყობა ყოველ 6 თვეში ერთხელ, სადაც ყველას მიეცემა საშუალება წარმოაჩინოს საკუთარი შრომა. ასევე, თანამშრომლებს მისცა რჩევები, როგორ უნდა განვითარდეს უკეთესად და ნაყოფიერად სამეცნიერო კვლევები მიკორბიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის დარგებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში