თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გაატაროს დასაქმებულების ბაზისური უფლებების გარანტირებისთვის აუცილებელი შრომის კანონმდებლობის რეფორმა.
„ქვეყანაში მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები. საფრთხის შემცველი და ღირსების შემლახავი სამუშაო გარემო, დაურეგულირებელი სამუშაო დრო, შესვენებისა და დასვენების გარეშე მუშაობა, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და უფლებების შელახვის სხვა გავრცელებული პრაქტიკა, შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების სისუსტის ფონზე, მშრომელების მასობრივ ექსპლუატაციასა და მოწყვლადობას განაპირობებს“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)