en
ge

GCRT -ის განცხადება „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შესახებ

GCRT -ის განცხადება „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შესახებ

თბილისი. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT შეშფოთებას გამოთქვამს „მთავარი არხის“ ეთერით გავრცელებული სიუჟეტის გამო, რომელიც არასრულწლოვანი, 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების პორნო-ტრეფიკინგს შეეხებოდა.

„კატეგორიულად მიუღებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ბავშვების შიშველი, ეროტიკული შინაარსის ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება, იმის მიუხედავად, დაფარულია თუ არა მათი სახეები. ეს ქმედება ეწინააღმდეგება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციას. ბავშვების სახეების დამალვა თავიდან ვერ აგვაცილებს მათი იდენტიფიცირების რისკს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პირადად იცნობენ ამ პროცესში ჩართულ არასრულწლოვნებს. გარდა ამისა, მაღალია რეტრავმატიზაციის რისკი - არავინ იცის რა სიძლიერის განცდებს გამოიწვევს ამ მასალის ნახვა მოზარდებში, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ძალადობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ კადრების ტელევიზიით ტირაჟირებით, ინტერნეტში პრაქტიკულად სამუდამოდ ვტოვებთ ბავშვების ფოტო და ვიდეომასალას, რომელთა ნახვასაც მსხვერპლები წლების მერეც შეძლებენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gcrt.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)