თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისა და ადმინისტრირების ეტაპზე გამოვლენილ ხარვეზებს და რისკებს აფასებს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დახმარების გაცემის პროცესი მნიშვნელოვანი პრობლემებით ხასიათდება, რაც გულისხმობს პროგრამაში მოხვედრის ბუნდოვან ან წინააღმდეგობრივ კრიტერიუმებს, დამსაქმებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული პროცედურების არსებობას, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გარეშე დატოვებას და სხვა. ამავდროულად, კვლავ ბუნდოვანი და გაუმჭირვალეა სახელმწიფოს მიერ აღებული დამატებითი საკრედიტო ვალდებულებების პირობები. ეს გარემოებები ანტიკრიზისული გეგმის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და მის გრძელვადიან შედეგებზე მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)