თბილისი. IRC, საია, EMC და RIVG მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს განაახლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა და უზრუნველყოს მისი დროული მიღება.
„მიგვაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა და საკამათო საკითხებისა, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას და ქართულ სამართლებრივ ჩარჩოს დააახლოვებს ახალ ევროპულ რეგულაციასთან (GDPR) მაშინ, როდესაც მოქმედი კანონი მოძველებულია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ შესაბამისმა კომიტეტებმა ყურადღებით უნდა განიხილონ ის შენიშვნები და წინადადებები, რომელიც კანონპროექტის მიმართ იქნა გამოთქმული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე უზრუნველყონ კანონპროექტის დახვეწა/სრულყოფა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)