en
ge

სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები

სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ბლოგპოსტის თანახმად, საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და მისი რეგულარული განახლება/შენახვა მოცულობით ბიუროკრატიულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ამ სფეროში მნიშვნელოვანია მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების ავტოპარკების ანალიზმა ნათლად აჩვენა მათ რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებული გამოწვევები. კერძოდ, ავტოპარკის მასშტაბი, მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების რაოდენობა და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები ცალსახად ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი სურათი მიღებულია იმ ფონზე, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი თავს არიდებს ავტოპარკის განკარგვასთან და საწვავის ათვისებასთან დაკავშირებული მონაცემების გასაჯაროებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ უწყებებში ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინამდებარე კვლევაში არის ნაჩვენები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023