en
ge

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 24 ივნისს, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური წარმოება დაიწყო. დისციპლინურ წარმოებას საფუძველად დაედო ბაჩანა შენგელიას მიერ პირად facebook-ზე გამოხატული მოსაზრებები, რაც გენერალური ინსპექციის შეფასებით, წარმოადგენდა „მიკერძოებული პოლიტიკის საჯაროდ გამომჟღავნებას“ და „პოლიტიკურ შეფასებებს.“

საია-ს შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ბრძანება ახდენს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას. გარდა ამისა, საიას სარჩელით წარდგენილი აქვს არგუმენტები, რომლითაც ამტკიცებს, რომ ნოტარიუსის ფეისბუქის პირად გვერდზე პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო ნოტარიუსის დასჯა არის არაპროპორციული ღონისძიება და წარმოადგენს ნოტარიუსის, როგორც საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ფორმით ჩარევას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023