თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს მარიამ შალვაშვილის თარგმანს: ფრედერიკ დაგლასის სიტყვით გამოსვლის ტექსტზე: რას ნიშნავს ამერიკელი მონისთვის თქვენი 4 ივლისი.
„საკუთარი რწმენის გამო დაგლასი ხშირად იყენებდა ქრისტიანულ ალუზიებს თავის გამოსვლებში, თუმცა მუდმივად აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიას მონობის გამამართლებლად იყენებდნენ. დაგლასი ასევე მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა სეგრეგაციას სკოლებში. ამასთან, ის ჩართული იყო სუფრაჟისტების მხარდასაჭერ ღონისძიებებში და ხშირად გამოდიოდა სიტყვით ქალებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის და არჩევნებში ხმის მოპოვების სასარგებლოდ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)