თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს (OHCHR) მოკლე ანაგრიში წარუდგინა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების არარსებობის პირობებში უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციას უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. OHCHR ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის საფუძველზე უკვე მეოთხე წელია ვრცლად აღწერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებას. EMC-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყურადღებას ამახვილებს 2019 წელს მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებებზე, მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)