en
ge

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსული ქალებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსული ქალებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე მყოფ დაახლოებით 26000 ორსულ ქალს სთავაზობს გინეკოლოგებთან ვირტუალურ კონსულტაციებს.

„2020 წლის ივნისიდან დღემდე, წამყვანმა ექიმებმა ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარეს 5000-ზე მეტ ორსულს. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ორსულ ქალებს, დარეგისტრირდნენ და სატელეფონო ზარით მოწვევის შემდეგ გამოიყენონ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ვირტუალური სეანსების მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შერბილება. დისტანციური ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში ექიმი თითოეული ქალის შეკითხვას პირადად გამოეხმაურება. ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით სეანსებში 25-მდე ორსული ქალი ჩაერთვება და ისინი შეძლებენ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას ექიმისა და სხვა ორსულებისაგან“, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: www.unicef.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)