თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თამაზ გრატიაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
„9 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილი. მისი განმარტებით, როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. აღნიშნულ საქმეში საია 17 ივნისს დაზარალებულის ინტერესების დასაცავად ჩაერთო“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)