en
ge

SOVLAB-ის მიმართვა საქართველოს მთავრობას

SOVLAB-ის მიმართვა საქართველოს მთავრობას

თბილისი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავს.

„უკვე 4 თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისა და შესაბამისი ზომების - კარანტინისა და საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი თავშეყრის შეზღუდვის შემოღების გამო მოქალაქეთა მიღება და მომსახურეობა შეჩერებული აქვს სახელმწიფო არქივებსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

თითქმის 1 თვეა, რაც საჯარო და კერძო დაწესებულებების უმრავლესობამ განაახლა მოქალაქეთა მომსახურეობა, ვირუსისაგან დაცვის შესაბამისი ზომების გათვალისწინებით.

სამწუხაროდ, სახელმწიფო არქივები და პარლამენტის ბიბლიოთეკა კვლავ დახურულია. არ მოიპოვება ინფორმაცია თუ როდიდან იგეგმება მათი მუშაობის განახლება.

პანდემიისაგან შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მკვლევართა და მკითხველთა საზოგადოება ამ თვეების განმავლობაში ადეკვატურად აფასებდა არსებულ შეზღუდვებს, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შეგვექმნა კვლევის პროცესში. დღეისათვის, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოვითხოვთ, ამ დაწესებულებებმა მაქსიმალურად სწრაფად განაახლონ მკვლევართა და მკითხველთა მიღება, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით“, ნათქვამია მიმართვაში.

სრულად...

წყარო: sovlab.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)