თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს ორგანიზაციის იურისტის თათია ქინქლაძის პოლიტიკის დოკუმენტს: რატომ არის საჭირო გენდერული კვოტები?
„გენდერული კვოტირების მექანიზმის ამოქმედება არ წარმოადგენს ერთადერთ და საკმარის გარანტიას, რომ ქალთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა და დისკრიმინაცია შესუსტდება. ამისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის რეფორმირების პროცესი და დაინერგოს ის მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ეფექტურ გამოძიებასა და მათ პრევენციას, ასევე იმ სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რაც ქალთა მიმართ უთანასწორობას იწვევს“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)