თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 2 აპრილს, ბათუმში კომენდანტის საათის დროს პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლს, ლაშა მიქაბერიძეს, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ ლაშა მიქაბერიძისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია. საია უარს სასამართლოში ასაჩივრებს.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)