თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) განცხადებით, 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
„1998 წლის 17 ივლისს, რომის სტატუტის მიღებით სისხლის სამართლის საერთაშორისო (ჰააგის) სასამართლოს სახით მართლმსაჯულების საერთაშორისო სისტემის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნული სასამართლოს მიზანს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების (ომის დანაშაული, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და აგრესია) გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა წარმოადგენს. შესაბამისად, ჰააგის სასამართლო საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლებისთვის სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელოვანი მექანიზმია“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)