თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.
„ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. შვიდ წელში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 მათგანი „ფარვანამ“ ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან გააფორმა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)