თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისათვის ტრენინგების სერია „დისტანციური მართვა და კომუნიკაციის უნარები“ ჩატარდა.
„პანდემიის პირობებში განსაკუთრებით რთულია ეფექტიანი სამუშაო პროცესის შენარჩუნება. ამდენად, ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა ახალი კორონავირუსის საფუძველზე შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება დისტანციური მართვისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებისა და გაღრმავების გზით.
ტრენინგების სერია მოიცავდა 3 ეტაპს: 1. ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილი პლატფორმები - Google meet, Zoom, Jitsi; 2. Google Drive - როგორც ერთდროულად ერთ დოკუმენტზე მუშაობის პლატფორმა; 3. ClickUp - თქვენი სამუშაო სივრცე (დავალებების შექმნა, თანამშრომლებზე გადანაწილება, პროექტების მართვა და ვადების მონიტორინგი). ტრენინგები ჩატარდა დისტანციურად, სხვადასხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)