თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს - "აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) გადადებული სამიტი - საქართველოს მოლოდინებისა და შედეგების შეფასება".
„აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რიგით მეექვსე სამიტის ჩატარება 2020 წლის 18 ივნისს ბრიუსელში იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ფიზიკურად სამიტი 2021 წლის მარტში გაიმართება“, - ნათქვამია დოკუმენტში, - „სამიტის გადადება შესაძლოა, საქართველოსთვის იქცეს შესაძლებლობად, რომ მომდევნო წლამდე მეტი იმუშაოს, რათა ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით კი ასოცირებული ქვეყნების მიმართ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეს“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)