en
ge

ეს ქვეყანა შენია - საჯარო შეხვედრები ახალგაზრდებთან

ეს ქვეყანა შენია - საჯარო შეხვედრები ახალგაზრდებთან

სამოქალაქო კამპანიის, „ეს ქვეყანა შენია“, ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრები დაიწყო... 

შეხვედრებზე, რომელშიც პოპულარული ადამიანები მონაწილეობენ, ახალგაზრდებს სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ღირებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ მოუთხრობენ; შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ალმანახს, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს საუკეთესო შვილების ნააზრევი თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის შესახებ, ასევე - მსოფლიოს, ევროპის, რეგიონულ და საქართველოს ფიზიკურ რუკებს, მათზე დატანილი მნიშვნელოვანი ინფორმაციებით, კამპანიის პრომო-პროდუქციას. 

საჯარო შეხვედრებზე გაიმართება კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებაც. ეს კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა და მასში უფროსკლასელთა 150-მდე გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს - მოსწავლეებსა და მათ კურატორ-მასწავლებლებს - რომლებიც პედაგოგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა, საჩუქრად ნოუთ-ბუქები გადაეცემათ. 

პირველი საჯარო შეხვედრა და გამარჯვებულების პირველი დაჯილდოება, დღეს, გორში გაიმართა. 15 აგვისტომდე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გუნდი, კიდევ 15 ასეთ შეხვედრას გამართავს შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. 

სამოქალაქო კამპანიის, „ეს ქვეყანა შენია“, მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა; მოსახლეობამდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფუნქციების, მათი საქმიანობის არსის სწორად მიტანა და სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობის ჩვენება. კამპანია მიმდინარეობს პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში. 

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)