ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, პირველ მუნიციპალიტეტებს 5 მილიონი ლარი გადაეცა...
საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონებს - კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ინტეგრირებული განვითარების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარებისთვის, 11 მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარის გრანტი გადასცა.
ეს გრანტები მთავრობის 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის ნაწილია, სადაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსება იქნება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების და სტანდარტების გაუმჯობესებას, ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების განხორციელების გზით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)