თბილისი. სახალხო დამცველი გამოეხმაურა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული დევნილთა დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წინადადებით მიმართა.
დოკუმენტში საუბარია დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტებში ინფრასტრუქტურის გაუმართაობასა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც პანდემიამ კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩინა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)