ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თარგმანს კრეგ კალჰოუნის, მარკ იუგენსმაიერისა და იონათან ვან ანტვერპენის შესავალისა კრებულისთვის - „სეკულარიზმის ხელახალი წაკითხვა“.
„ბოლო ხანებამდე, მიიჩნეოდა, რომ საჯარო ცხოვრება არსებითად სეკულარულია. ერთი მხრივ, მკვლევარებს შეეძლოთ, თავდაჯერებით განეხილათ პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციალური ქცევა ისე, თითქოს რელიგია საერთოდაც არ არსებობდა. მეორე მხრივ, სეკულარიზმის საკუთრივი იდეოლოგიური მნიშვნელობა, ერთი შეხედვით, მხოლოდ რელიგიის თავისთავად ცხადად მიჩნეულ გაქრობაზე ან დრომოჭმულობაზე მითითებით შემოიფარგლებოდა. თუმცა, უკანასკნელ წლებში, მსოფლიო არეალზე გამოჩნდნენ პოლიტიკურ აქტივისტები - ზოგნი გაცხადებულად რელიგიური მიზნებით, ზოგნიც მტკიცედ ანტირელიგიური პროგრამებით - რომლებიც უპირისპირდებოდნენ დამკვიდრებულ წარმოდგენებს საჯარო ცხოვრებაში ცნებების „სეკულარიზმი“ და „რელიგია“ ფუნქციონირებაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ რელიგიურისა და სეკულარულის თითქოსდა მკვეთრ გამიჯვნას“, - ვკითხულობთ თარგმანში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)