თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლების ფონდმა ერთობლივად წარადგინეს ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში...
დოკუმენტში შეფასებულია ბოლო საანგარიშო პერიოდში (2015-2020 წწ.) საქართველოში უფლებადამცველების და აქტივისტების უფლებრივი მდგომარეობა და სხვადასხვა პრობლემური ასპექტები, რომლებიც საქართველოში მათ თავისუფალ საქმიანობას აბრკოლებს. განხილულია უფლებადამცველთა დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ცილისმწამებლური და დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიები და სხვა.
წყარო: hrht.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)