en
ge

ტრენინგი ქალთა უფლებების საკითხში

თბილისი. ქალთა ფონდმა საქართველოში თავისი გრანტის მიმღებთათვის ჩაატარა 5 დღიანი ტრენინგი "გენდერი, სექსუალობა და ფემინიზმი”. ტრენინგი საგანგებოდ იყო გამიზნული იმ აქტივისტებისათვის, ვისაც ცოდნის ამაღლება სჭირდება ქალთა უფლებების, გენდერის, სექსუალობის, ფემინიზმის და ფანდრაიზინგის საკითხებში.   მონაწილეობა  თერთმეტმა  ქალმა მიიღო. 
ტრენინგს ორი ექსპერტი უძღვებოდა –"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი და ქალთა ფონდის გრანტის მიმღები ეკატერინე აღდგომელაშვილი და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი და ქალთა ფონდის გრანტის მიმღები ნათია გვიანიშვილი.
ტრენინგის საშუალებით ქალთა ფონდმა შესაძლებლობა მისცა თავის გრანტის მიმღებებს გაეღრმავებინათ ცოდნა საჭიროებების მიხედვით. ტრენინგზე დასასწრებად მოწვეული გრანტიორები მიეკუთვნებოდნენ ან ქალთა საკითხებზე მომუშავე დამწყებ ჯგუფებს, ან ისეთ ჯგუფებს, რომელთაც აქვთ ქალთა საკითხებზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ნაკლები სპეციფიური ექსპერტიზა გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალობა, ფემინიზმი, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი მექანიზმები, და რაც მთავარია – ფანდრაიზინგზე. ტრეინინგმა მოიცვა ბევრი საკამათო და ნაკლებად წარმოდგენილი საკითხები გენდერული თანასწორობისა, რაც მონაწილეებისთვის გასაგები და მისაღები აღმოჩნდა.
წყარო:womenfundgeorgia.org



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)