თბილისი. რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას აქვეყნებს.
„მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორც ყოველთვის. სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობასა და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - აღნიშნულია განცხადებაში,- „ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში მონაწილეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და ადგილზე მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშობის საშუალებით. ევროკავშირი კვლავ გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)