en
ge

ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა

სამეგრელო. ზუგდიდში 17 აპრილს, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა, რომელშიც 83 ფერმერი გაწევრიანდა. ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და პროექტის „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) ფარგლებში დაფუძნდა. პროექტის კორდინატორების განცხადებით, ფერმერებს პირველ ეტაპზე მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან, შემდეგ კი ფერმერებთან ერთად ქიმიური სასუქების ბიოსასუქებით ჩანაცვლებაში. 
„ინვესტორისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფერმერები იყვნენ გაერთიანებულები, რადგან მათ თხილის შესყიდვა ასე უფრო გაუადვილდებათ. ჩვენ ფერმერებს დავეხმარებით მივაწოდოთ ყველა ის პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს თხილის მოსავალის ნაკლებ დანაკარგს", - განაცხადა  რუსიკო მდივანმა.
ფერმერები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ე.წ. თეთრი პეპლის გამრავლებამ თხილის მოსავალი 20-25%-ით შეამცირა. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)