en
ge

EMC: აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა

EMC: აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმიანება.

„ომმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დევნის, ჩამორთმევისა და დაუცველობის მძიმე ტრავმა და მეხსიერება დაგვიტოვა. ომმა ერთმანეთს დააშორა ოჯახები, მეზობლები და მოძმე ხალხი. მან ჩვენი ათასობით მოქალაქე დევნილად აქცია, წაართვა საცხოვრებელი სახლი და მშობლიური გარემო. ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანები კი უსაფრთხოების, სიღარიბისა და განუჭვრეტელი მომავლის უმძიმეს რეალობაში ცხოვრობენ. ომის შემდეგ კვლავ არ გაუმჯობესებულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფა. ეს რეგიონები და de facto პოლიტიკური სისტემები არსებითად არიან ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებულნი რუსეთზე და მისი დაქვემდებარების, მოთვინიერებისა და კონტროლის პირობებში უწევთ არსებობა. მათი ეკონომიკები სრულად არის დამოკიდებული რუსეთის საბიუჯეტო სუბსიდიებზე და ადგილობრივი ელიტებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მხრიდან, ავტონომიის ნებისმიერი გამოვლინება რეგიონებს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთად და სასჯელად აწვებათ. უფრო მძიმე და უფლებააყრილია ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ოჯახების მდგომარეობა. კრიმინალი, კორუფცია, დევნა, სიღარიბე, ქართული ენისა და განათლების შევიწროება მათი ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკაა“, - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)