თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი აქვეყნებს ფონდის უფროსი მკვლევარის, ვლადიმერ პაპავას ბლოგს - „საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში“.
„COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული ზეგავლენა იქონია როგორც ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე, რის გამოც მთელი რიგი საკითხებისა ახლებურად არის გასააზრებელი. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გლობალიზაციის პრობლემა. კერძოდ კი, COVID-19-ის პანდემია ხომ არ გამოიწვევს გლობალიზაციის, როგორც ასეთის, დასრულებას, სრულად და საბოლოოდ ხომ არ ჩაანაცვლებს გლობალიზაციას დეგლობალიზაცია, რომელიც იზოლაციონიზმით უნდა დასრულდეს?“, - აღნიშნავს ავტორი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)