დღეისთვის, ევროკომისიამ (ევროკავშირის სახელით) რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. ეს შეთანხმებები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ურთიერთგაგების მემორანდუმები უკვე შეთანხმებულია ალბანეთთან, იორდანიასთან, კოსოვოსთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, საქართველოსთან, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასათან. ოთხ ქვეყანასთან – კოსოვო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა – მემორანდუმები უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ტუნისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებს და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.
წყარო: eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)