თბილისი. სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით, მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების დანერგვის და სტაჟიორებისთვის უფრო ფართო დასაქმების შესაძლებლობის მიცემის მიზნით.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სტაჟირების მნიშვნელობას ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებისთვის და მიუთითებს რომ საქართველოში არსებული სისტემა ხელს უწყობს იმ პირთა სოციალურ გარიყვას, რომელთაც, ფინანსური თვალსაზრისით არ აქვთ აუნაზღაურებელი სტაჟირების და შესაბამისად, პროფესიული განვითარების ადრეული ეტაპიდან დაწყების საშუალება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)