კახეთი. პანკისში, სოფელ ჯოყოლოში პროექტში, „ჩემი სამყარო“, მონაწილე ხეობის სკოლების უფროსკლასელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. პროექტში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ საფუძველზე ჩატარებულ ვიქტორინაში ნაჩვენები შედეგებისა და პროექტში აქტიური მონაწილეობის საფუძველზე. გამარჯვებულებს და მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.
პროექტი „ჩემი სამყარო“ რონდელის ფონდში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებში მათი ცოდნის გაფართოებას. პროექტის ძირითად სამიზნე ჯგუფებია: დევნილი ბავშვები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, მაღალმთიანი აჭარის, გურიისა და პანკისის ხეობის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)