იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში და მისი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, როგორც კონსულტაციების გაწევა, ასევე, პროექტით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)