თბილისი. 21 აგვისტოს, 16:00 საათზე ჩატარდება რიგით მეოთხე ვებინარი თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა“.
„ვებინარებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე, შეავსებს ქვემოთ მოცემულ სააპლიკაციო ფორმას შეგახსენებთ, რომ ვებინარების ციკლი ხორციელდება „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency ჩართულობით, მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელიც COVID19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდაა მიმართული.
მეოთხე ვებინარის სპიკერი იქნება მილან ზიკიკი - ახალგაზრდული აქტივიზმისა და კამპანიის პრაქტიკოსი და ტრენერი“, ნათქვამია ჰელფინდ ჰენდის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)